ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა მარტში 3.6 % შეადგინა“ – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლიდან ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის, გამოქვეყნება დაიწყო.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული მეთოდოლოგიით, 2025 წლის მარტში ინფლაციამ 3.6 % შეადგინა, რაც 0.1 % მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 3.5-პროცენტიან ინფლაციაზე.

ცალკეულ კომპონენტებს რაც შეეხება, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 5.8%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 4.3%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.0%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 1.4%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -2.1%; ჯანმრთელობის დაცვა – 8.9%; ტრანსპორტი – -0.4%; კავშირგაბმულობა – -12.1%; დასვენება, გართობა და კულტურა – 2.2%; განათლება – 5.3%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 7.2%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 5.5%.

იტვირთბა....