ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარტიები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „წინააღმდეგობის კომიტეტს“ უერთდებიან

გუშინ, საპროტესტო აქციაზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, წინააღმდეგობის კომიტეტის შექმნის შესახებ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე შეუერთდა, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

პარტიები, რომლებიც შეუერთდნენ წინააღმდეგობის კომიტეტს: “ფედერალისტები”,
“საქართველოსთვის”, „ლელო“, „დროა“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.

წინააღმდეგობის კომიტეტში ჯერ-ჯერობით არ გაწევრიანებულან “ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებიდან” ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიები.

 

იტვირთბა....