34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.
სწორედ ამ დღეს ჩატარდა რეფენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
რეფერენდუმის კითხვა ასეთი იყო: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“
რეფენდუმში მონაწილეობა სამი მილიონ სამასი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ზემოააღნიშნულ კითხვას კი 98 %-ზე მეტმა დადებითად უპასუხა.
ამასთან, 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეცაა. მას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.