ევროსაბჭოს ადამიანის უფლებთა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.
ო’ფლაერტი აღნიშნავს, რომ ყველა სამართალდამცავი უნდა ატარებდეს თვალსაჩინო და ინდივიდუალურად გამორჩეულ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, მოქალაქეებს უნდა უადვილდებოდეთ მათი ამოცნობა და როდესაც ხდება გადაცდომები, მათ პასუხი უნდა აგონ.
ასევე ის ხაზს უსვამს, რომ უნდა არსებობდეს გარანტია, რათა ყველა ჟურნალისტს თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლება აქციებისა და სხვა საჯარო შეკრებების გაშუქება.