თურქეთში, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის პრაიმერიზში სტამბოლის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა.
2028 წლის საპრეზიდენტო კანდიდატად 13 211 000 მოქალაქემ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ აირჩია.
ექრემ იმამოღლუ ერთადერთი კანდიდატია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიიდან და ითვლება თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ ოპონენტად.
შეგახსენებთ, რომ ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს.
მანამდე, უნივერსიტეტმა ქალაქის მერს დიპლომი გაუუქმა და ამით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.
სტამბოლის მერის დაკავებამ თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომელიც უწყეტად მიმდინარეოებს.