ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„ვინც ეს ომი დაიწყო, თავად უნდა დაამთავროს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„სიბიეს ნიუსთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ „ეს ომი ვინც დაიწყო, მან უნდა დაამთავროს“.

„საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის გუნდებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართა, ამჯერად უფრო ტექნიკურ დონეზე. რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი სამხედროები, დიპლომატები და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენი გუნდი კონსტრუქციულად მუშაობს. დისკუსია საკმაოდ ნაყოფიერია. დელეგაციები გააგრძელებენ მუშაობას. აუცილებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეალური ბრძანება გასცეს თავდასხმების შეწყვეტის თაობაზე. ვინც ეს ომი დაიწყო, თავად უნდა დაამთავროს. ჯიდაში, საუდის არაბეთში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ, მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი ერთადერთია, ვინც ამ ომს ახანგრძლივებს. 11 მარტიდან არსებობს უპირობო ზავის წინადადება, რაც თავდასხმებს უკვე შეაჩერებდა. თუმცა რუსეთი განაგრძობს ამას. ყოველდღე და ყოველ ღამე ახორციელებს განსაკუთრებით ცინიკურ დარტყმებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, საუდის არაბეთში, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის კიდევ ერთი შეხვედრა იმართება.

იტვირთბა....