ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არჩევნები მოვა, ერი დაუვიწყარ სილას გააწნის ხელისუფლებას” – ექრემ იმამოღლუ

სტამბოლის მერი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ეკრემ იმამოღუ პლატფორმა X-ზე წერს, რომ თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ხალხის რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა და რომ არჩევნებზე ერი ამ ხელისუფლებას სილას გააწნის.

 

მინდა, სილივრის ციხიდან ახალი ამბავი გაგიზიაროთ, რომელიც ძალიან მახარებს. სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის არჩევნებში რეკორდულად მიიღეს მონაწილეობა. თხუთმეტმა მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. ქვეყნის მილიონობით ადამიანმა, რომლებიც მთავრობის შევიწროებისგან, გაკოტრებული ეკონომიკისგან, არაკომპეტენტურობისა და უკანონობისგან იტანჯებიან.

არჩევნები მოვა, ერი დაუვიწყარ სილას გააწნის ამ ხელისუფლებას”.– დაწერა იმამოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს.

მანამდე, უნივერსიტეტმა ქალაქის მერს დიპლომი გაუუქმა და ამით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.

სტამბოლის მერის დაკავებამ თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომელიც უწყეტად მიმდინარეოებს.

 

იტვირთბა....