ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საუდის არაბეთში უკრაინა-აშშ-ს დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დავიწყეთ შეხვედრა ამერიკის გუნდთან რიადში. ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დირექტივას სამართლიან მშვიდობასთან დაახლოებისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. დღის წესრიგში დგას წინადადებები ენერგეტიკული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის თაობაზე. დღეს ვმუშაობთ უამრავ რთულ ტექნიკურ საკითხზე – ჩვენს დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო კომპონენტებიდან” – წერს თავდაცვის მინისტრი X-ზე.

იტვირთბა....