ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში მოკლეს ოსი ბოევიკი, რომელიც არსებული ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა

უკრაინაში მოკლეს ოსი ბოევიკი, რომელიც არსებული ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უკრაინელებმა გაანადგურეს ყაზბეგ ტიმოვი(ოსი სეპარატისტი)- გიორგი ანწუხელიძის უშუალო ჯალათი/მკვლელი. ჩვენს მაგივრად აიღეს სისხლი ჩვენმა ძმებმა! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას! დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებს!“ – წერს დავით ქაცარავა.

52 წლის ტიმოვი “საბრძოლო დავალებების შესრულებისას დაიღუპა”, თუმცა სად, წყაროებში დაკონკრეტებული არ არის.

იტვირთბა....