უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოამზადებენ და პარტნიორებს გადასცემენ ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო ობიექტების სიას, რომლებზეც რუსეთმა დარტყმები უნდა შეწყვიტოს.
თუ ჩვენ გვექნება შეთანხმება, იქნება ობიექტების სია – ჩვენ ეს სია გვაქვს – სია სამოქალაქო, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული ობიექტების (ამ სიას ასევე მოვამზადებთ და პარტნიორებს გადავცემთ), და თუ რუსები ჩვენ ობიექტებს არ დაარტყამენ, მაშინ ჩვენც არ დავარტყამთ მათ ობიექტებს”.– განაცხადა ზელენსკიმ.