ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძირითადად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს” – კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე კაია კალასის განცხადებას ეხმაურება და ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება ტყუილს ეფუძნება და მას არანაირი ფასი არ აქვს.

ჩვენ ასეთ არასამართლიან განცხადებებს ძალიან ხშირად ვისმენთ. ეს არახალია ჩვენთვის. ძირითადად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს.” – თქვა კალაძემ.

კალაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც 15 ქვეყანა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და განაცხადა, რომ „ეს ჩვეულებრივი სისულელეა“.

ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. უმჯობესია, მიხედონ თავიანთ ქვეყნებს და თავი დაანებონ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას.“ – აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....