უკრაინა მზადაა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირებისთვის. ეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოახლოებული ვიზიტის დროს მოხდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, კიევში, თურქეთის ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენი სახელმწიფო თურქეთს განიხილავს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს, ასევე ერთ-ერთ პარტნიორს უსაფრთხოების გარანტიებში და მზად არის თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირებისთვის პრეზიდენტ ერდოღანის მოახლოებული ვიზიტის დროს,” – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ძალისხმევა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის დრონების წარმოებაში და თურქული კომპანიების მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში.

