ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს – CBS News

CBS News-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე სანქციებს ამკაცრებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. ამ ნაბიჯის შედეგად კი ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.

ტრამპის გადაწყვეტილებით, ახლა თითქმის ყველა მსხვილი რუსული ბანკი, ასევე ცენტრალური ბანკი და მოსკოვის ბირჟა სრულ საერთაშორისო ბლოკადაში არიან. ვერავინ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, ვეღარ შეძლებს რუსული ნავთობის შეძენას მეორადი სანქციების საფრთხის გარეშე.

CBS წერს, რომ ამ შეზღუდვებით ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

იტვირთბა....