ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება.

ამჯერად საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

სხდომა საქალაქო სასამართლოში პირველ საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

იტვირთბა....