ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი. ცეცხლის დროებით შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა დროებით სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის” – იური უშაკოვი

რუსეთი უარს ამბობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ დროებით ზავზე და მიიჩნევს, რომ ეს იქნება “ამოსუნთქვა” უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა, ჩვენ ამისკენ მივისწრაფით, ეს უნდა მოიცავდეს ჩვენი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, ჩვენს უკვე მრავალჯერ გამოთქმულ წუხილებს,” – განაცხადა პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა.

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინა დათანხმდა ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებას ფრონტის მთელ პერიმეტრზე ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ “ბურთი რუსეთის მოედანზეა და ცეცხლის შეწყვეტაზე მათი მხრიდან უარი მრავლისმეტყველი იქნება.”

იტვირთბა....