ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნების” მესიჯია, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს” – სააკაშვილის ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია სასამართლოს გადაწყვეტილებას  ეხმაურება და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით “პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა”.

ადვოკატის თქმით, „ქართული ოცნების” მესიჯია, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს.

სასამართლოს როცა ვუსმენთ და მოჰყავს არგუმენტები, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ 10%-ზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით განმარტება არ მოგვისმენია, თუნდაც ბრონირებული ავტომობილების ხარჯზე. როცა ამბობს, რომ 9 მილიონი გაიფლანგა, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის როცა ხდება ბრონირებული ავტომობილის ქირაობა, ეს არ არის უსაფრთხოების ღონისძიება? როცა ის საუბრობს, თითქოს პირად ხარჯებს ჰქონდა ადგილი, დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და სხვათა გამასპინძლება პირადი ხარჯია? ასე უსასრულოდ, ძალიან ბევრი შეგვიძლია გავაგრძელოთ. მათ შორისაა მრავალრიცხოვანი ოფიციალური ღონისძიების საკითხი, როცა, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან სტუმრობდა დელეგაცია საქართველოს და ამ დელეგაციებისთვის იყო გაწეული ხარჯი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულება“, – თქვა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 

იტვირთბა....