ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა მატარებლის 450-ზე მეტი მგზავრი მძევლად აიყვანეს

პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა მატარებელში 450 მგზავრი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

შეიარაღებულმა დაჯგუფება იმუქრება, რომ სიკვდილით დასჯის ყველა მძევალს, რომელიც მას პატიმრობაში ჰყავს, თუ პაკისტანის ხელისუფლება ჩარევას შეეცდება.

მძევლად აყვანილებს შორის არიან ქალები და ბავშვები.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ (BLA) აიღო.

თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა ქალაქის სადგურთან ახლოს, სადაც მატარებელი უნდა გაჩერებულიყო. თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა მატარებლის მემანქანე დაჭრეს.

რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

იტვირთბა....