საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის გახსნაზე განაცხადა, რომ პარიზი დაუპირისპირდება “უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას”.
„უკრაინის არმია ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ გარანტიად რჩება და ჩვენ უკრაინის არმიის ნებისმიერი სახის დემილიტარიზაციაზე უარს ვიტყვით“, – განაცხადა სებასტიან ლეკორნუმ.
ცნობისთვის, დღეს პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის ფარგლებში 30-ზე მეტი ევროპული და ნატო-ს წევრი ქვეყნის სამხედრო მეთაურების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განიხილება საფრანგეთის მონაწილეობა უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო ოპერაციაში.