თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ირაკლი პაპიაშვილის მანქანას ჩხრეკენ. ჩხრეკისას, პირადი ნივთების გარდა, ამოიღებულია დაახლოებით 5 ათასი დოლარი.
პაპიაშვილის განმარტებით, თანხა ადვოკატის გასამრჯელოა. როგორც მან თქვა, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ დააკავებდნენ, შესაბამისად უფლებადამცველისთვის ასანაზღაურებელი ფული თან ჰქონდა.
მანამდე ჩხრეკა მიმდიანრეობდა როგორც ირაკლი პაპიაშვილის, ასევე გიორგი ჩიკვაიძის სახლში.
შეგახსენებთ,რომ ირაკლი პაპიაშვილი გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორია. ჩიკვაიძეს მოსამართლემ დღეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა, პაპიაშვილს კი ისევ გირაო დაუტოვა.