ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებამდე, ზელენსკი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში  საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ-სალმანთან შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ მათ განიხილეს ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხი.

ზელენსკის თქმით,  ის მადლიერია პრინცის გონივრული პერსპექტივებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებსა და უკრაინის მხარდაჭერაზე.

მე მქონდა კარგი შეხვედრა საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ-ბინ სალმანთან. მადლობელი ვარ მისი გონივრული პერსპექტივისთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის მხარდაჭერაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მომავლის მიმართ ნდობის სიტყვების მოსმენა.

ჩვენ განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი – როგორც ორმხრივი, ასევე სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა. 

უკრაინის დელეგაცია რჩება ჯედაში, რათა იმუშაოს აშშ-ს გუნდთან სამშაბათს, 11 მარტს და ჩვენ ვიმედოვნებთ პრაქტიკულ შედეგებს. უკრაინის პოზიცია ამ მოლაპარაკებებში სრულიად კონსტრუქციული იქნება”. – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....