„ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომლითაც საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობაში ცვლილებები შედის.
პროექტის მიხედვით, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება, შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.
ცვლილების თანახმად, საგამოძიებო კომისიას შეუძლია, მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევა, რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ასევე, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის გამართვა შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომების დღეებშიც.
რეგლამენტის ამავე პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება უფლებამოსილება ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

