ჯაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე, მილანის აეროპორტში დააკავეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე.
ფილიპინელი უფლებადამცველები ყოფილ პრეზიდენტს 6000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში ადანაშულებენ. პოლიტიკოსი ღიად მოუწოდებდა ნარკორეალიზატორებისა და ნარკომომხმარებლების მიმართ ძალადობისკენ და ამბობდა, რომ პირადად სამი ნარკორეალიზატორი ჰყავს მოკლული.
როდრიგო დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი იყო 2016 წლიდან 2022 წლამდე.
როდრიგო დუტერტეს შესახებ მოთხრობილია მარია რესას წიგნში: “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”.
ეს წიგნი საქართველოში ფართო მასებისთვის პოპულარული გახდა მას შემდეგ რაც მზია ამაღლობელი გამოჩნდა მასთან ერთად სასამართლოზე.