ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ ლატაკიაში და ტარტუსში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა – ამჟამინდელი ინფორმაციით, მოკლულია 1500 ადამიანი

სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ, ლატაკიაში და ტარტუსში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა.
ქვეყნის დასავლეთით მდებარე რეგიონებში დაპირისპირების შედეგად მოკლულია 1500 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები.

დაპირისპირება მიმართული იყო ბაშარ ალ ასადის მომხრეების წინააღმდეგ.

ამ პროცესების ფონზე, სირიის ხელისუფლებამ ქურთების ლიდერებთან, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს აკონტროლებენ მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც წლის ბოლომდე ამუშავდება, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ დაბრუნდება ირანისა და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები, აეროპორტები და ნავთობის საბადოები.

სირიელ ქურთებს მიეცემათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებები, მათ შორის სწავლისა და საკუთარ ენაზე მეტყველების უფლება, რომელიც ასადის მმართველობის პერიოდში ეთნიკურ უმცირესობას ჩამორთმეული ჰქონდა.

იტვირთბა....