ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83 პროცენტს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პლატფორმა X-ზე წერს.
“5200 კონტრაქტით, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა კიდეც) შეერთებული შტატების მთავარ ეროვნულ ინტერესებს.
კონგრესთან კონსულტაციით, ჩვენ განზრახული გვაქვს პროგრამების დარჩენილი 18% (დაახლოებით 1000 კონტრაქტი) უფრო ეფექტურად განხორციელება.
მადლობა DOGE-ს და ჩვენს შრომისმოყვარე პერსონალს, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ამ ისტორიული რეფორმის მისაღწევად.” – დაწერა რუბიომ.