ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ ომის პირველივე წამიდან, ამოცანაა, ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ომი” – ზელენსკი

უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ ომის პირველივე წამიდან. ჩვენი ამოცანაა, რომ ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ომი – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკის თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს რაკეტებისა და დრონების გაშვებას სტრატეგიულ ობიექტებზე, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაშავდნენ ადამიანები.

“გასულ ღამეს რუსეთმა კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მათი სამიზნე სხვადასხვა ობიექტები იყო – ოდესაში, პოლტავაში, ჩერნიგოვსა და ტერნოპოლში. სულ რუსებმა გამოიყენეს თითქმის 70 რაკეტა, როგორც საკრუიზო, ასევე ბალისტიკური და დაახლოებით 200 დრონი. ყველაფერი მიმართული იყო ინფრასტრუქტურისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას. ამჟამად, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ყველგან, სადაც საჭიროა. სამწუხაროდ, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. ხარკოვში რუსული რაკეტა საცხოვრებელი სახლის ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები.
ნამდვილი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები უნდა გახდეს ის, რომ ვაიძულოთ რუსეთს, შეწყვიტოს ასეთი თავდასხმები. ეს არის რაღაც, რისი ეფექტურად კონტროლიც შესაძლებელია. უკრაინა მზადაა მშვიდობისკენ მიმავალი გზისთვის და სწორედ უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ ამ ომის პირველივე წამიდან. ამოცანაა, რომ ვაიძულოთ რუსეთი, შეწყვიტოს ომი.“- დაწერა ზელენსკიმ.

იტვირთბა....