ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთში ჩაატარებს გამოკითხვას , სურთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
ვიქტორ ორბანი იყო ერთადერთი, რომელმაც ვროკავშირის საგანგებო სამიტზე უარი თქვა უკრაინის შეიარაღების შესახებ ერთობლივი განცხადების მხარდაჭერაზე.
„ჩვენ გვაქვს ე.წ. ეროვნული კონსულტაციის სქემა, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ ხალხის მოსაზრების გასაგებად, ამავე სქემას მივმართავთ ახლაც. უნგრელებს აქვთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ უჭერენ თუ არ მხარს უკრაინის ევროკავშირის წევრობას“. – თქვა ორბანმა.

