ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ურთიერთობის მოსაგვარებლად საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა” – ბადრა გუნბა

მედია TACC-თან ინტერვიუში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის დასტაბილურობაზე ისაუბრა.

“ვაგრძელებთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოწესრიგებაზე მუშაობას საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის კონტექსტში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მსგავსი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის.
აფხაზეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად საქართველომ უნდა აღიაროს ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობა, „ადრე თუ გვიან მეზობლებს მოუწევთ რეალობის მიღება“. – თქვა გუნბამ.

შეგახსენებთ, რომ ბადრა გუნბამ 1 მარტს დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, მას გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

იტვირთბა....