სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია დარბაზიდან გააძევა.
გაძევება არჩაიასა და პროკურორს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ბრალდებულის აღელვება პროკურორის სიტყვამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ კონკრეტულ ვიდეოკადრებში ჩანან ბრალდებულები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 11 პატიმრის საქმე განიხილება. აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.