ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი ზელენსკისთან და ბრიტანეთის პრემიერ კირ სტრამერთან ერთად ტრამპთან შესახვედრად, აშშ-ში ვიზიტს განიხილავს – The Guardian

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, დონალდ ტრამპთან შეხვედრას განიხილავს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აკვირდებოდა ევროპის რეაქციას მას შემდეგ, რაც აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მწვავე მოლაპარაკება გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრა მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ისახავდა მიზნად, თუმცა მოლაპარაკება მალევე მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.

იტვირთბა....