ბელარუსის პრეზიდენტი ზელენსკის, ტრამპსა და პუტინს მოლაპარაკებებისთვის მინსკში ეპატიჟება.
ლუკაშენკოს თქმით, ის მზად არის უმასპინძლოს სამი ქვეყნის ლიდერს და ერთად მოილაპარაკონ.
„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ მასზე, ზელენსკის დაშინება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ზელენსკისთან შეთანხმება, რადგან უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს. ასე რომ, მნიშვნელოვანია მოლაპარაკება. თუ გსურთ, ჩამოდით! დავსხდეთ და შეთანხმებას მშვიდ გარემოში მივაღწიოთ. გადაეცით ტრამპს, რომ აქ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ველოდები. თუ მათ შეთანხმება სურთ, ჩვენ მშვიდად შევთანხმდებით“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.