აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიდი ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმების გაფორმება ჯერ კიდევ შესაძლებელია და დასძინა, რომ დონალდ ტრამპი ამ შეთანხმებისადმი კვლავ ერთგული რჩება.
“მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ უკრაინასთან წიაღისეულზე შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩემი აზრით, პრეზიდენტი კვლავ ერთგულია მინერალების შეთანხმების მიმართ. ჩვენ გავიგეთ პოზიტიური რაღაცები, თუმცა ჯერ არაა ხელმოწერა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხრიდან. პრეზიდენტს უბრალოდ უნდა დარწმუნდეს, რომ ამერიკელი ხალხი მიიღებს სამართლიან შეთანხმებას, პარალელურად კი გვექნება წვდომა ზოგიერთი სახის მინერალსა და რესურსებზე, რომლებიც ქვეყნისთვის მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.” – თქვა ვენსმა კაპიტოლიუმის შენობაში ჟურნალისტებთან.