კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა, სადაც ეწერა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს. ტრამპმა წერილს მნიშვნელოვანი უწოდა და თქვა, რომ მის მიღებას აფასებს.
“დღეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მივიღე. წერილში ეწერა: “უკრაინა მზადაა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება ჩქარა, რათა მოახლოვდეს ხანგრძლივი მშვიდობა”. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტადო, მან თქვა. “მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტი ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ, რათა მივიღოთ ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ მართლა ვაფასებთ როგორ დაეხმარა ამერიკა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.” – თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომელიც მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ისახავდა მიზნად. შეხვედრა მალევე მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.