ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლატვია სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხსა და მათ სამართლიან მოთხოვნებს”-“კოალიცია ცვლილებისთვის”

“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრები გამართეს.

“შეხვედრებზე დეტალური ინფორმაცია გადავეცით საქართველოში რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების, პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეების, ე.წ. ცრუ-მოწმე პოლიციელებისა და რეჟიმის პროკურორების შესახებ.

ლატვია სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხსა და მათ სამართლიან მოთხოვნებს.

ყველა თანხმდება, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებშია”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....