ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ ქვყენების საგარეო საქმეთა მინისტრები პლატფორმა X-ზე წერენ.
“ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი მოგზაურობის აკრძალვის სიაში დაამატა საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ”, – დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა.
„ლატვიის პერსონა ნონ გრანტთა სიას საქართველოს 16 მოქალაქე დავამატე, შეუზღუდავი ვადით აეკრძალა ლატვიაში შემოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაბამისად“, – დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ.
“ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი 55 ქართველ პროკურორს, მოსამართლეს, პოლიციის მაღალჩინოსანს, დეპუტატს და სხვებს აეკრძალება ქვეყანაში შემოსვლა. ესტონეთი აჩვენებს ქართველი ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, მიაღწიონ დემოკრატიულ საქართველოს”, – დაწერა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნა.