ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ოცნებამ“ სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის” მუხლის დამატებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის” მუხლის დამატებას I მოსმენით მხარი დაუჭირა.

სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა:

ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა;

ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება;

საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა;

უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა;

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა;
ჯაშუშობა;

შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად;

საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსში ზემოჩამოთვლილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული მუხლით, სამშობლოს ღალატის მუხლზე მითითებით.

იტვირთბა....