თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას უკვე გამოეხმაურა კრემლი.
„ტრამპი მართალია, კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“, – წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა.
როგორც ტრამპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკის შეუძლია დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.