ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტრამპმა და ვენსმა უღირსი სპექტაკლი მოაწყვეს. მრცხვენია ამ საქციელის”- ჯოზეფ ბორელი

“ტრამპმა და ვენსმა უღირსი სპექტაკლი მოაწყვეს. მრცხვენია ამ საქციელის. აშშ უკეთესს იმსახურებს. თავისუფალმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ვიყავი და ახლაც ვარ ზელენსკის გვერდით”– წერს ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  ჯოზეფ ბორელი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით. 

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია და მოლაპარაკებები გაუქმდა. ამას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს.

ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაცია თეთრი სახლის დატოვებას აპირებს.

იტვირთბა....