ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერი პროექტისთვის ევროკავშირი 1.5 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდის ცნობით, ვროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოში პროექტი REACT (Resilient, Engaged, Active Civil Society for Transformation) for Georgia დაიწყო.

პროექტის აღწერის მიხედვით, REACT for Georgia საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობას აძლიერებს, რაც მათ საშუალებას აძლევს გაუძლონ მიმდინარე გამოწვევებს და გააგრძელონ წვლილის შეტანა დემოკრატიულ მმართველობაში და სამოქალაქო ჩართულობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ასევე, პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსოლიდაციას, არა მხოლოდ თავად სექტორში, არამედ სხვადასხვა სფეროებში და ხელს უწყობს თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, მედიასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის. მეტიც, REACT for Georgia ფოკუსირებულია სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე და მისი მდგრადობის გაუმჯობესებაზე.

იტვირთბა....