ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში 40 ამერიკელი კონგრესმენის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ მიმართვას აქვეყნებს.
„როდესაც შეერთებული შტატები დგას ბელარუსთან – რუსეთის მარიონეტ სახელმწიფოსთან და ჩრდილოეთ კორეასთან – წარუმატებელ, თაღლით, ბირთვული იარაღით შეიარაღებულ ქვეყანასთან ერთად და ეწინააღმდეგება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ირლანდია და ავსტრალია, ეს სახიფათო სიგნალს გზავნის.
მსოფლიოს დიქტატორების გვერდით დგომა და მათი დემოკრატიების წინააღმდეგ ყოფნა აძლიერებს ამ დიქტატორებს და უფლებას აძლევს გააგრძელონ საკუთარი ხალხის ჩაგვრა, სხვებზე თავდასხმა და სამყარო უფრო ღარიბ და ძალადობრივ ადგილად აქციონ.
დემოკრატიების, მათ შორის, ჩვენი ყველაზე ხანგრძლივი და უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ დგომა, ძირს უთხრის ჩვენივე დემოკრატიულ სისტემას, რამაც ისტორიაში ყველაზე მდიდარ და ძლევამოსილ ქვეყნად გვაქცია.
ჩვენ მოგიწოდებთ, შეცვალოთ თქვენი პოზიცია ამ რეალობის გათვალისწინებით. უკრაინაში ომის დასრულების საუკეთესო გზა შეიარაღებით უკრაინის მხარდაჭერაა და არა დახმარება და კომფორტის შექმნა რუსეთისთვის, მისი მარიონეტებისა და კონტროლირებული სახელმწიფოებისთვის, და დიქტატორებისთვის მსოფლიოს გარშემო”, – აღნიშნულია მიმართვაში.