ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები“ – იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ რომში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხზე ისაუბრა.

„საჭიროა ძალისხმევა უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის საფუძველი ჩასაყრელად, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები, რომ ეს აღარ განმეორდება“, – განაცხადა მელონიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს კონტექსტში უნდა განხორციელდეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო სტრუქტურა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არც მყიფე იქნება და არც დროებითი, რათა აღარ იყოს რისკი იმისა, რომ ევროპა კვლავ შეიძლება ჩავარდეს ომის დრამაში. სხვა გადაწყვეტილებები, გულწრფელად რომ ვთქვათ, უფრო რთული და ნაკლებად ეფექტური მეჩვენება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

იტვირთბა....