ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთს არ დავუთმეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და აბა დღეს აქ შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? არც არაფერს!” ზურაბიშვილი

“ყველაფერი სცადეს – წყლის ჭავლები, ტყვიები, ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები, მაგრამ დგანან ყველანი, დგას მზია ამაღლობელი, დგას თემურ ქათამაძე, დგას ყველა ის, ვინც დღეს არის პატიმარი, მაგრამ ისინი დგანან და იდგებიან, სანამ ჩვენ აქ ვიდგებით, ეს არის მაგალითი 25 თებერვლის მერე, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას დღეს რუსულ რეჟიმს, რომ აქ ისევ დააწესოს რუსული ოკუპაცია”- თქვა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

“ჩვენ არ მივეცით უფლება რუსეთს, ომის მიუხედავად, ოკუპაციის მიუხედავად, გატაცებების მიუხედავად, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა დღეს აქ შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? არც არაფერს! ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას”– განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....