ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არის საზოგადოება, რომელიც არ აპირებს რუსეთის ბატონობაში დაბრუნებას და არის პარტია, რომელიც 1 ადამიანი მართავს” – ზურაბიშვილი

“ქვეყანაში არის საზოგადოება, რომელიც არ აპირებს რუსეთის ბატონობაში დაბრუნებას და არის მმართველი პარტია, რომელიც ფაქტობრივად, ერთი ადამიანის მიერ იმართება. ეს პროცესი მწვავე დაპირისპირებაში არ გადაიზრდება, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა. დედაქალაქიდან 40 კილომეტრში ორი ოკუპირებული ტერიტორიაა, სადაც რუსული ჯარი დგას, ამიტომაც ეს მოძრაობა [“ქართული ოცნების” წინააღმდეგ] უკიდურესად მშვიდობიანია. ქართველი ხალხი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს. დღეს არავის ჰგონია, რომ ვინმე სხვამ უნდა იბრძოლოს ჩვენს მაგივრად. ახლა მორალური მხარდაჭერა და ყურადღებაა საჭიროა. აქ ვარ სწორედ ამიტომ, რომ ავხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, თუნდაც დღეს ასე არ ჩანდეს. საქართველოს მდგომარეობა ეგზისტენციურია”.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Monocle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

იტვირთბა....