აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა BBC-სთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს, მართლა ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით კარტები ცოტა არ იყოს მათ ხელშია, რადგან მათ ბევრი ტერიტორია დაიკავეს. კარტები მათ ხელშია“, – თქვა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – ენდობა თუ არა რუსეთს როდესაც მოსკოვი ამბობს, რომ მშვიდობა სურს? –
აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ენდობა.