ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„კანადა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება“ – ტრუდო

კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ 20 თებერვალს თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებით.

„კანადა და ჩვენი მოკავშირეები ერთმნიშვნელოვნად ვდგავართ ვლადიმირ პუტინის უკანონო, არამორალური და უსამართლო ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო წესრიგს…

უკრაინელები იბრძვიან და სიცოცხლეს სწირავენ არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არამედ, ისინი ასევე იბრძვიან იმ წესებზე დაფუძნებული წესრიგის დასაცავად, რომელმაც მსოფლიოს უსაფრთხოება თითქმის 80 წლის განმავლობაში უზრუნველყო. ეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პერიოდი მსოფლიოში იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ არსებობდა წესები საზღვრების შესახებ, წესები, რომლებიც კრძალავდნენ მეზობლების ოკუპაციას. სწორედ ამ წესების დარღვევა გადაწყვიტა რუსეთმა რამდენიმე წლის წინ“, – თქვა ტრუდომ.

გამოქვეყნებულ ვიდეოს კანადის პრემიერმა დაურთო სათაური – „კანადა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება“.

იტვირთბა....