ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ტრამპს უკრაინაში 30 ათასი ევროპელი ჯარისკაცის გაგზავნის გეგმას წარუდგენს

კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს  30 000 ევროპელი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნის გეგმას წარუდგენს ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ინფორმაციას  “ტელეგრაფი” ავრცელებს.

“ტელეგრაფის” თანახმად, ჯარისკაცები განთავსდებიან უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა საომარ ადგილებში, მათ შორის ბირთვულ ელექტროსადგურებთან, რომლებსაც დაევალებათ ადგილის “ტექნიკური მონიტორინგი”.

ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ტრამპის ლიდერობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება, როგორ დააზღვიონ საფრთხე, რომ პუტინმა ცოტა ხანში ისევე არ შეუტიოს უკრაინას.

ცნობისთვის, კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის  შეხვედრა მომდევნო კვირას, ვაშინგტონში გაიმართება.

იტვირთბა....