აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გრენლანდიის შესახებ.
მისი თქმით, შტატებმა გრენლანდია უნდა დაეცვას, რადგან ეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
„გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ. ჩვენ ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და მეტიც, ჩვენ ეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, – აღნიშნა მან.
Trump:
We have to do something with Greenland. We have to protect Greenland. But we need it for national security, and we need it, maybe more importantly, for international security. pic.twitter.com/nAhv35RKJD
— Clash Report (@clashreport) February 20, 2025