ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, X-ზე უკრაინის უსაფრთხოების პრობლემის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„ჩვენ ახლა უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად უნდა ვიმოქმედოთ. აღარ არის საუბრის ადგილი – მოქმედების დროა.
– უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები – NATO-ს წევრობა მაგიდაზე უნდა დარჩეს
– რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ომის დანაშაულებზე და სანქციები უნდა დარჩეს იქამდე, ვიდრე აგრესია არ შეჩერდება.
– სასწრაფო დაფინანსება იარაღისთვის და 10 მილიონი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის.
– რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების დაწესება რუსეთ/ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე.
– სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში – მიზნობრივი თარიღი 2030 წლისთვის. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია. ვიმოქმედოთ ერთად“, – წერს ნაუსედა.