ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

ტრამპი ზელენსკის ურჩევს, “სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება”.

ტრამპი ზელენსკის აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ “ამას ზელენსკიც აღიარებს, რომ თანხის ნახევარი დაკარგულია”.

“ამავდროულად, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ “ტრამპს” და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია”, – წერს ტრამპი.

მისი თქმით, წინამორბედ ჯო ბაიდენს არასდროს უცდია ევროპაში მშვიდობის დამყარება.

იტვირთბა....