ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს: – “არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ”.

მისივე ცნობით, რუსეთის თავდასხმის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ გუშინ, ერ-რიადში გამართული ყბადაღებული შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ისევ იტყუებიან, როცა აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მიზანში არ იღებენ. თითქმის პარალელურად კი, მათ მორიგი შეტევა დაიწყეს და დრონების გამოყენებით ელექტრო ტრანსფორმატორებს დაარტყეს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს პათოლოგიური მატყუარები მართავენ. მათი ნდობა არ შეიძლება და მშვიდობის მიღწევისთვის მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

იტვირთბა....