ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგსანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე ავრცელებს.

მე მივესალმები შეთანხმებას სანქციების მე-16 პაკეტზე. ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს ზომებს სანქციების გვერდის ავლის მიმართ, მიზანში ავიყვანთ პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის გემების დიდ ნაწილს და ახალ აკრძალვებს შემოვიღებთ იმპორტსა და ექსპორტზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა კრემლზე.” – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

 

იტვირთბა....